სასწავლო პროექტის გეგმა


    პროექტის  სახელწოდება:    როგორ  წავიკითხოთ  ნახატი?  ( სახვითი  ხელოვნების  ეელემენტები  და პრინციპები- ცოდნის  გამოყენება ხელოვნების  კონკრეტული  ნიმუშის  ანალიზის  დროს)    
  პროექტის  მიზანი:  პროექტის  მიზანია  მოსწავლეებმა  შეძლონ სახვითი   ხელოვნების  ელემენტებისა  და  პრინციპების  ცოდნაზე დაყრდნობით  ხელოვნების  კონკრეტული  ნიმუშის  ანალიზი.    
   საკუთარი  დასკვნების  გამოტანა,  განუვითარდეთ  მსჯელობისა  და  აზრის  გამოთქმის  უნარი,  პროექტი  ხელოვნებაში  მიზნად  ისახავს,   მოსწავლე  გაეცნოს  სხვადასხვა  ეპოქის  (რენესანსი, ბაროკო, თანამედროვეობა) დაზგური  და  მონუმენტური  მხატვრობის  თავისებურებებს; განვუვითარდეთ  მხატვრობის  ნიმუშების   შედარების,  ანალიზის  უნარი,  ნაწარმოებზე  მსჯელობის  უნარი, გრძნობად  ემოციური  სამყაროს  შემეცნების  უნარი.
     პროექტის  აქტუალურობა;    დღეს  განსაკუთრებული  სიცხადით  იგრძნობა სასწავლო  პროცესში  მოსწავლის  შემეცნებითი და გრძნობად-ემოციურ სამყაროზე ზემოქმედების საშუალებების  აუცილებლობა.  სწავლა  ორიენტირწბული  არ  არის  მხოლოდ  ფაქტობრივ  ცოდნაზე,  არამედ  აზროვნებასა  და  კრიტიკულ    უნარ-ჩვევების  განვითარებაზე. მოსწავლე პროექტზე  მუშაობის დროს განივითარებს  ინფორმაციის  მოძიების  ტექნიკურ  უნარ-ჩვევებს,  ინფორმაციის  დაზუსტების  ხერხებს  მომავალი  პროექტისათვის, გაიზრდება  მისი  თვალსაწიერი,  განივითარებს  სოციალურ  უნაარებს, ისწავლის გუნდელის/გუნდელების  (პოტენციალის) გათვალისწინებას,სახვითი  ხელოვნების  ეელემენტები  და პრინციპების- ცოდნის  გამოყენებას ხელოვნების  კონკრეტული  ნიმუშის  ანალიზის  დროს.    

    მონაწილეთა  ასაკი:     13-14  წელი
    ვადები  ხანგრძლივობა:      - 7  დღე
    მოსალოდნელი  შედეგები:    - მოსწავლეები  შექმნიან  სლაიდებს  ,  მოიძიებენ  მასალას,  დაინტერესდებიან  არსებული  ეპოქით, ამოიცნობენ  ხელოვნების  ნიმუშის  ეპოქალურ  ნიშნებს, იმსჯელებენ  ნახატში  გამოსახული  ობიექტების  კომპოზიციურ  განაწილებაზე,  შეაფასებენ ნამუშევარს  მასში  გამოყენებული  მხატვრული  ხერხების  მიხედვით,  იმსჯელებენ  ხელოვნების  ნიმუშის  ჟანრზე,  თემაზე,  მასალაზე,  ტექნიკაზე,  იმსჯელებენ  ხელოვმების  ნიმუშის  კოლორიტზე,   შეძლებენ  სხვადასხვა  კონტექსტში  განიხილონ  ხელოვნების  ნიმუში, შეაგროვებენ  ფოტო-მასალას, შეძლებენ  სხვადასხვა  ხელოვნების  ნიმუშის შედარებას და  დასაბუთებით მსჯელობას.   
   პროექტისათვის  საჭირო  რესურსები :  წიგნი,  პროექტორი,  დაფა,  ფორმატი,  ფანქრები, მარკერი, ფოტო-ილუსტრაციები, წებო,  მაკრატელი,
   პროექტის  მსვლელობა  (ძირითადი  აქტივობა)  კლასის  დაყოფა ჯგუფებად,  მათთვის  შესაბამისი   ინფორმაციებისა  და  მასალების  მოძიების  დავალება.
    საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან /ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:  ხელოვნება,  ისტორია,  ისტ-ი.
  პროექტის  ხელმძღვანელი :   ნინო  მღებრიშვილი
  ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:  mgebrishvili77@gmail.com
  პროექტის  ვებ - გვერდი /ბლოგი; mgebrishvili77.blogspot.com
   


Комментариев нет:

Отправить комментарий